დავით ყიფიანი კიევიდან სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში გარდაცვლილი დავით ყიფიანი სამშობლოში გვიან ღამით ჩამოსავენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცხედარს ოჯახის წევრები, ახლობლები და უბრალო მოქალაქეები დახვდნენ. მანამდე კიევში, მაიდანზე დავით ყიფიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. უკრაინელებმა მის ხსოვნას სხვა დაღუპულებთან ერთად პატივი მიაგეს. 34 წლის დავით ყიფიანი უკრაინაში 20 თებერვალს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველის გარდაცვალების მიზეზად გულის იშემიური დაავადებაა მითითებული. თუმცა, მედიაში გავრცელებული ვერსიით, დავით ყიფიანი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.