ქუთაისში, სკოლასთან მყოფ მოქალაქეებს მანქანა დაეჯახა – არის მსხვერპლი

ქუთაისში, 38 საჯარო სკოლასთან ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს დაეჯახა. ერთ-ერთი ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები