სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში დაიწყო

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი ეწვია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. სომეხ კოლეგას და სომხეთის მთავრობის წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებთან ერთად დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჰოვიკ აბრაჰამიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართება. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები