ნოდარ ხადური: ლარის კურსი დასტაბილურდა და აჟიოტაჟი ჩაცხრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ლარის კურსის მდგომარეობით დაინტერესდა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, კურსი დასტაბილურდა და აჟიოტაჟი ჩაცხრა.
ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არც ერთ ოპონენტს არ აქვს საფუძველი, თქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ან ლარის კრიზისია.
“ჩვენ, მართლაც, ამ ძალიან რთულ ვითარებაში მივაღწიეთ იმას, რომ გვაქვს ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკა. მინდა მოსახლეობისთვის ვთქვა, რომ ძალიან რთული ეკონონიკურ-პოლიტიკური სიტუაციაა რეგიონში – უკრაინა, თურქეთი, რუსეთში. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ასახვას ჰპოვებს ჩვენს ეკონომიკაზე, ლარზე”, -განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები