ლარის კურსის გაუფასურება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იყო გარე ფაქტორებზე – პრემიერი

ამის თაობაზე ჩემზე კომპეტენტურებს ჰკითხეთ, ისეთს, როგორიც არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ნოდარ ხადური – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის იმ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ინვესტიციების გაზრდის ფონზე ლარის გაუფასურებაის საკითხს შეეხებოდა. ამასთან, პრემიერმა მედიასაშუალებებს მიმართა, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმიანობას.
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ეს არ არის ჭკუის დარიგება, ეს არის ჩვეულებრივი მოქალაქეობრივი მოწოდება.
“ამის თაობაზე ჩემზე კომპეტენტურებს ჰკითხეთ, ისეთს, როგორიც არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ნოდარ ხადური, რომელსაც არ სურდა ამაზე საუბარი, თუმცა მას მოუწევს ამის განმარტება. მთავრობის მხრიდან გაკეთდა განმარტებები, რამ განაპირობა ლარის კურსის გაუფასურება. ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იყო გარე ფაქტორებზე. დანარჩენი აჟიოტაჟი, რაც შეიქმნა მედიაში,  პანიკური იყო. ჩვენ ვნახეთ,  სპეციალური გადაცემები მიეძღვნა იმას, რომ დაეძაბათ მოსახლეობა. ეს არის ამის შედეგი. ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა – მთავრობას, პრეზიდენტს, პარლამენტს და მედიასაშუალებებსაც. მოგმართავთ მედიასაშუალებებს, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს საქმიანობას, ეს არ არის ჭკუის დარიგება, ეს არის ჩვეულებრივი მოქალაქეობრივი მოწოდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები