საქართველოში 3 თვეში 508 მილიონი დოლარის ინვესტიციები შემოვიდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის III კვარტალში 508 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 99 პროცენტით აღემატება 2013 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მაჩვენებელს.Untitled
წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის III კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 703 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2014 წლის III კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე ჩინეთი იმყოფება 29 პროცენტით, მეორეზე აზერბაიჯანი – 19 პროცენტით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდები – 18.Untitled
უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2014 წლის III კვარტალში 69 პროცენტმა შეადგინა. 2014 წლის III კვარტალში ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მშენებლობის სფეროში განხორციელდა და 181 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 109 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – უძრავი ქონება 61 მლნ. აშშ დოლარით.

Untitled

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები