ნოდარ ხადური: შაბათ-კვირამ აჩვენა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა

შაბათ-კვირამ აჩვენა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა და ძალიან დიდი ალბათობით კურსი დაიწევს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
მისი თქმით, ლარის კურსზე ზეგავლენას ახდენდა ბევრი ფაქტორი, მათ შორის საგარეო, ანუ, ზოგადად, დოლარის გამყარება და ასევე შიდა ფაქტორები, მათ შორის აჟიოტაჟი.
“პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება, რადგან ეს იქნება მკითხაობა და არა საქმეზე რეალური ლაპარაკი. შაბათ-კვირამ აჩვენა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა და ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან დიდი ალბათობით კურსი დაიწევს”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები