იაპონიის სანქციების ქვეშ „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან“ დაკავშირებული პირები და ორგანიზაციები მოხვდნენ

იაპონიის მთავრობამ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სანქციების ახალი პაკეტი დააწესა. მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა სია, რომელშიც „დონეცკის და ლუგანსკის თვითაღიარებულ რესპუბლიკებთან“ დაკავშირებული 26 პირი და 14 ორგანიზაცია შევიდა. გვარები და ორგანიზაციების დასახელებები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. სანქციების ქვეშ მყოფი პირების და ორგანიზაციების ქონება, იაპონიის ტერიტორიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, გაყინული იქნება. გარდა ამისა, მათ იაპონიის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ნებართვის გარეშე რაიმე გადახდების, საბანკო და საკრედიტო ოპერაციების განხორციელება ეკრძალებათ. სანქციების ქვეშ მყოფი პირები და ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე ვიზების მიღებას ვერ შეძლებენ.
„ჩვენმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება გაყინოს იმ პირების ქონება, რომლებსაც, როგორც გადაწყდა, ყირიმის და სევასტოპოლის რუსეთთან მიერთებასთან და უკრაინაში დესტაბილიზაციასთან უშუალო კავშირი აქვთ“, – ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები