გია ვოლსკი: რუსეთს რეგიონში უფრო მზაკვრული და ფართომასშტაბიანი გეგმა გააჩნია

რუსეთს რეგიონში უფრო მზაკვრული და ფართომასშტაბიანი გეგმა გააჩნია – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟენევის მოლაპარაკებებზე კომენტირებისას განაცხადა.
ვოლსკი ფიქრობს, რომ ქართული დიპლომატიური და პოლიტიკური ინსტებლიშმენტი გრძელვადიან პოლიტიკურ თამაშს წარმატებით გაართმევს თავს.
მისი თქმით, ქართულმა დიპლომატიამ უნდა ეცადოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად შეინარჩუნოს ფორმატები, სადაც ბევრი მოთამაშე იქნება ჩართული და უფრო ბევრი პოლიტიკური რესურსი ექნება ქართულ მხარეს მობილიზებული.
მისივე თქმით, რუსეთს გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი და მზაკვრული გეგმები აქვს, ვიდრე ის ხელმოწერაა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმდა.
“1990 წლიდან რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ თამაშობს სტრატეგიულად თავისთვის მისაღებ თამაშს და არ შეიძლება მხოლოდ იმით ვიხელმძღვანელოთ, რაც ზედაპირზე ჩანს. რუსეთს უფრო მზაკვრული და ფართომასშტაბიანი გეგმა გააჩნია რეგიონში”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები