ფილიპინებში ტაიფუნ „ჰაგუპიტის“ მსხვერპლთა რაოდენობა 27 ადამიანამდე გაიზარდა

ტაიფუნ „ჰაგუპიტმა“ ფილიპინებში 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, –  განაცხადა წითელი ჯვრის ფილიპინების განყოფილების ხელმძღვანელმა რიჩარდ გორდონმა,-იუწყება „სი-ენ-ენი“.გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულთა უმრავლესობა აღმოსავლეთის კუნძულ სამარის მოსახლეობაა. ტაიფუნის დარტყმის პირველ დღეებში ქარის სიჩქარე საათში 210 კილომეტრს აღწევდა. დასავლეთისკენ სტიქია ნელ-ნელა შესუსტდა. მოსახლეობის ნაწილი ევაკუაციის ცენტრებიდან საკუთარ სახლებში უკვე დაბრუნდა.
ოფიციალური მონაცემებით, „ჰაგუპიტის“ შედეგად მილიონზე მეტი ადამიანი დაშავდა, – წერს „რის ნოვოსტი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები