ინტერნეტთან მოსახლეობის ხელმისაწვდომობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზებით საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვა“.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიან, მაღალხარისხიან და იაფ ინტერნეტმომსახურებასთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც ბიძგს მისცემს მოსახლეობას, სხვადასხვა სტანდარტული და პერსპექტიული საინფორმაციო ტექნოლოგიური სერვისებით ისარგებლონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები