რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

  თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ–ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ელექტრო–მექანიკური აღჭურვილობის პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით 2014 წლის 9 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, დღის განმავლობაში (დილის 08:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
ღამის საათებში (საღამოს 18:00 საათიდან, დილის 08:00 საათამდე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში, გვირაბის გავლით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები