ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა

    ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ავარიის შედეგად დაშავდა, გულ-მკერდის დაჟეჟილობით ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოშია მოთავსებული – ამის შესახებ „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. პრესსამსახურის უფროსის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა გულ-მკერდის მსუბუქი დაჟეჟილობა მიიღო, თუმცა, მისი ჰოსპიტალიზაცია მაინც საჭირო გახდა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მოძრაობა დროებით შეფერხდა. სამაშველო ბრიგადამ გზის გასუფთავება უკვე დაასრულა. ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, მოძრაობა აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები