საქართველო ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე

  საქართველო მონაწილეობს 2015 წლის ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე. ამ თემასთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა და ბიენალეში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი ოფიციალურად გამოაცხადა.
ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 2015 წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაიმართება. ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზე“ განთავსდება.
ვენეციის ბიენალეს წლევანდელი თემაა „მომავალი სამყაროს მრავალფეროვნება (All the world’s futures)”.
ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მსურველებისთვის კონკურსის პირობები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ხვალ, 9 დეკემბერს განთავსდება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 იანვარი.
საერთაშორისო ხელოვნების ვენეციის ბიენალე 1895 წელს დაფუძნდა და უკვე საუკუნეზე მეტია ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ხელოვნების ცენტრად ითვლება. საქართველომ მასში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები