კულტურის მინისტრმა ბულგარეთის ელჩს უმასპინძლა

  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პლამენ ბონჩევს უმასპინძლეს. შეხვედრის დროს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ბულგარეთის ელჩმა საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს კულტურის სფეროში ბევრი საერთო აქვს, რაც ორი ერის ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოების საკითხში გადამწყვეტ როლს თამაშობს. მიხეილ გიორგაძემ კი აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტრო მზად არის ბულგარეთის საელჩოსთან ერთად სხვადასხვა პროექტი განახორციელოს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ასევე ბულგარელი და ქართველი ხალხების დამეგობრებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები