გამწვანების აქციაში მინდია ჯანელიძე ჩაერთო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამწვანების აქციაში „მწვანე მომავალი“ მონაწილეობას განაგრძობს.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მინისტრის მოადგილეები, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის ოცეული ჩაერთო.
დღევანდელი აქცია 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების – ვახტანგ გზირიშვილის, კახაბერ თავგორაშვილის, გიორგი ჯავახიშვილის, ბესიკ კაპანაძისა და ლევან იოსებიძის ხსოვნას მიეძღვნა. მინდია ჯანელიძემ სამხედროებთან ერთად იფანისა და იაპონური ნეკერჩლის ნერგები ქალაქ რუსთავში, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო.
გამწვანების კამპანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არის ინიცირებული.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები „მწვანე მომავალში“ აქტიურად არიან ჩართულნი. გამწვანების აქციის ფარგლებში, ქართველი სამხედროების მიერ ქალაქ გორშინ V ქვეითი ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზენ აპრილში 400 ძირი ხე უკვე დაირგო.