„რა ჯანდაბად გინდოდათ ლეპსის ჩამოყვანა? რომელი ვისოცკი ეგ იყო?“

  საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე გრიგორი ლეპსის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.
„მაესტრო” კი არ უნდა გაგეფრთხილებინათ, ეგ უნიჭო და წყალწაღებული ნარკომანი უნდა გაგეფრთხილებინათ, რომ სისულელეები არ ელაპარაკა. ან რა ჯანდაბად გინდოდათ მაგის ჩამოყვანა? რომელი ვისოცკი ეგ იყო? ქართველები რომ ასეთ რენეგატებს ვერ იტანდნენ, არ იცოდით? ეგ უნიჭო კი არა, გენიოსი ოკუჯავა ვერ აიტანეს ერთი გულახდილი ინტერვიუს გამო. „მაესტრო” არაფერ შუაშია. რაც ჟურნალისტს ჩაუტარეთ, მაგისთვის კი პასუხი ორგანიზატორებმა უნდა აგოთ”, – წერს კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მომღერალ გრიგორი ლეპსის დაცვამ „მაესტროს” ჟურნალისტსა და ოპერატორს გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა და დაცვა ჩაწერილი ვიდეომასალის წაშლას სთხოვდა. ამის მიზეზი ჟურნალისტის მიერ ლეპსისთვის დასმული კითხვა გახდა.
ნინი მეტრეველი დაინტერესდა, უქმნიდა თუ – არა დისკომფორტს მისი და პუტინის მეგობრობა და თუნდაც ის აქცია, რომელიც გარეთ მიმდინარეობდა.
გრიგორი ლეპსის დაცვის წევრებმა და პროდიუსერმა ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც არხმა აღნიშნული ინფორმაცია გააჟღერა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
ქართული წარმოშობის მომღერლის გრიგორი ლეპსის, იგივე გრიგოლ ლეფსვერიძის კონცერტი სპორტის სასახლეში ხმაურით დაიწყო. მოქალაქეთა ნაწილმა ლეპსის კონცერტის თბილისში ჩატარება გააპროტესტეს და იმ ადამიანებს, ვინც კონცერტს დაესწრნენ, მოღალატეები უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები