ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლიდან დევნილთა გამოსახლება დაიწყო
დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელის რეზო ქობალიას განცხადებით, ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლიდან დევნილთა გამოსახლება დაწყო.
როგორც ქობალია აცხადებს, დევნილები სამთვიან ხელშეკრულებას გააფორმებენ და ისინი სამინისტროსგან ქირის გადასახდელად 300 ლარს მიიღებენ.
“დევნილებს ოფიციალურ ხელშეკრულებას ვუფორმებთ, სანამ მუდმივი საცხოვრებლებით იქნებიან უზრუნველყოფილნი, მანამდე ქირით გავიყვანთ. სამინისტრო მათ 300 ლარს გადაუხდის. ამ ეტაპზე 15 ოჯახია ასეთი. ჩვენ ვაფორმებთ ოფიციალურ ხელშეკრულებას. ეს დევნილები აფორმებენ სამთვიან ხელშეკრულებას, რის შემდეგაც კიდევ გახანგრძლივდება აღნიშნული ხელშეკრულება, ხოლო ვისაც არ გაუგრძელდება, ისინი იქნებიან ის პირები, რომლებმაც შესაძლოა, მიიღონ მუდმივი საცხოვრებელი ფართი. რაც შეეხება ჰოსპიტლის შენობას, ეს გადაცემული აქვს სამინისტროს და რეაბილიტაციის შემდეგ დევნილები დაუბრუნდებიან შენობას”, – განაცხადა ქობალიამ.
ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში 200-მდე დევნილი ცხოვრობს. დევნილთა სამინისტროს შეთავაზება მხოლოდ დევნილებს ეხებათ.