კონსერვატორიის მცირე დარბაზში საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება

  დღეს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ: ლიზა კაკაბაძე, გვანცა ფუტკარაძე, ანა ფალავანდიშვილი, ნინა ნოზაძე, გიორგი სიხაშვილი, გიორგი აროშვილი, ქეთინო ასათაშვილი.
შესრულდება ბეთჰოვენის, შოპენის, ლისტის, შუმანის, ბრამსის და სკრიაბინის ნაწარმოებები.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები