ლევან ბერძენიშვილის ლექცია – „მედეა: გრძნეული, ურჩხული, პარადიგმა“ გაიმართება

   პროექტის -„ილიაუნის მწერალი“ – ფარგლებში გრძელდება ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციების სერია, სახელწოდებით – „როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით“. ლექცია – „მედეა: გრძნეული, ურჩხული, პარადიგმა“ – ჩატარდება 8 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“.
ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ყველაზე ცნობილი ქართველი; სიყვარულით დაავადებული; დაუმარცხებელი; არჩევანი ქმარსა და სამშობლოს შორის; მედეა და ქართული იდენტობა; მოისყიდეს თუ არა კორინთოსელებმა ევრიპიდე; XX საუკუნის მედეა – მარია კალასი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები