ფრანსუა ოლანდი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდება (ვიდეო)
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდება. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის კრიზისს განიხილავენ. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დაგეგმილი არ არის. ოლანდი პარიზში მოსკოვის გავლით ყაზახეთიდან ჩავა.
ცნობისთვის, გუშინ ყაზახეთის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან მოლაპარაკებების შემდეგ ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაძაბულობის მოსახსნელად რუსეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და უკრაინამ ერთად უნდა იმოქმედონ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=4PQF6l4lMwM” width=”560″ height=”315″]