არჩილ გორდულაძე: მნიშვნელოვანია, შევძლოთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალ თაობას, რომლის მიმართაც გარედან განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს
“მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის გეგმები, რაც ზოგადად აქვს სახელმწიფოს ახალგაზრდობის მიმართ, თითოეულ ადამიანამდე იყოს მიტანილი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ახალგაზრდებთან ერთად არსებული რეალობის გათვალისწინებით პრაგმატული ნაბიჯები უნდა გადადგას.
„მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ და სამთავრობო გუნდმა შევძლოთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალ თაობას, რომლის მიმართაც განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს გარედან. ჩვენ კი იმისთვის ვართ, რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ და ამ რეალობიდან გამომდინარე პრაგმატული ნაბიჯები გადავდგათ ისევ და ისევ ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის გეგმები, რაც ზოგადად აქვს სახელმწიფოს ახალგაზრდობის მიმართ, თითოეულ ადამიანამდე იყოს მიტანილი“, – განაცხადა გორდულაძემ.
ბორჯომში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია მიმდინარეობს.