უკრაინაში ვინიცის საოლქო საბჭოს შენობის შტურმით აღებას ცდილობენ (ვიდეო)

  ვინიცაში დღეს დილიდან აქტივისტები საოლქო საბჭოს შენობის შტურმით აღებას ცდილობენ. ცნობილია, რომ ამის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აქტივისტები ქუჩაში საბურავებს წვავენ. შენობას კი მილიცია და დონბასიდან ახლახან დაბრუნებული სპეცბატალიონი „ვინიცა“ იცავს. გავრცელებული ინფორმაციით, მილიციის ერთი თანამშრომელი და რამდენიმე აქტივისტია დაშავებული.
მედიის ცნობით, აქტივისტები საოლქო საბჭოს ხელმძღვანელის, „ბატკივშინას“ მომხრის სერგეი სვიტკოს და პროკურორის გადადგომას, ასევე მილიციის შემადგენლობის შეცვლას ითხოვენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=pMTnGfpFdQA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები