დიდი ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში სამხედრო-საზღვაო ბაზას ააშენებს

  დიდი ბრიტანეთისა და ბაჰრეინის ხელისუფლებამ სპარსეთის ყურეში მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
„ეს ბაზა მსოფლიო ოკეანეში ბრიტანული საზღვაო ძალების გაფართოების შესაძლებლობას მოგვცემს. ბაზა სპარსეთის ყურეში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, ასევე უფრო მსხვილი გემების გაგზავნის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაზა ბრიტანული სამხედრო გემების რეგიონში მუდმივ ყოფნას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ბაზაზე ახალი ბრიტანული ავიამზიდების მიღება იქნება შესაძლებელი. ბაზის მშენებლობას ბაჰრეინი განახორციელებს, დიდი ბრიტანეთი კი მშენებლობას დააფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები