ზურაბ ჯაფარიძე: ეროვნული ბანკი ლარის კურსს ვერ დაიჭერს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ლარის გაუფასურების პრობლემის გადასაწყვეტად მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმაზე საუბრობს.
მისივე თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია დაიხარჯოს სავალუტო რეზერვები, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლაა საჭირო.
„საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია. მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება გაკეთდეს ის, რომ ქვეყანამ დახარჯოს სავალუტო რეზერვები და ეს ნამდვილად არ ეროვნული ბანკის კომპეტენცია, მაგრამ ეს, საერთო ჯამში, კურსს ვერ დაიჭერს. შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ის ეფექტი მოიტანოს, რომ ლარის გაუფასურების ტემპი შეანელოს და მოსახლეობაში პანიკა არ გამოიწვიოს. რაც შეეხება გრძელვადიან პერპექტივაში გასაკეთებელ საქმეს, კარდინალურად შესაცვლელია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები