ანზორ კვიციანი: ჩემი პატიმარი შვილი ამ მომენტისთვის ცოცხალია თუ არა, ისიც არ ვიცი

სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში სამი პატიმარი შიმშილობას განაგრძობს. მოშიმშილეთა ოჯახის წევრები საპატიმროსთან შეიკრიბნენ და მსჯავრდებულების სხვა დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვეს. მათი განცხადებით, პროტესტის ამ ფორმას პატიმრებმა დაწესებულებაში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო მიმართეს.
„დეპარტამენტმა წერილი გამომიგზავნა, რომ თქვენი შვილი შიმშილობსო და ეს გუშინ გავიგეთ. 8 დღეა ბავშვი შიმშილობს, სისხლისგან იცლება და ჩვენ არავითარი კავშირი არ გვაქვს. ამ მომენტისთვის ცოცხალია თუ არა, ისიც არ ვიცი“, – აცხადებს ერთ-ერთი პატიმრის მამა ანზორ კვიციანი. აღნიშნული პატიმრები 28 ნოემბრიდან შიმშილობენ. ახლობლების განცხადებით, მსჯავრდებულებმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებებიც მიიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები