თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, ისნის რაიონში ქვესადგურში “ავლაბარი” პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 02:00-დან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
მახათას შესახვევის, ავლაბრის შესახვევის, ყვარლის, მთისძირის, რატილის, ტვიშის, მესხეთის, უშაკოვის, ამირეჯიბის, ტოლენჯის, მესხიშვილის, ბოროდინის, დუშეთის, ფაღავას, არმაზის, გონაშვილის, სევანის, მთავარანგელოზის, ცისკრის, გურჯაანის, მარტყოფის, წურწუმიას, ნასაკირალის, ირბახის, ვარდისუბნის, ფაბრიციუსის, დოესის, შორაპნის, გარეკახეთის, ავლიპ ზურაბაშვილის, აწყურის, ცუცხვათის, ქეთევან წამებულის, კოშკოვანას, ძევერის, წინანდალის, საბადურის, კასპის, ლეხ. კაჩინსკის, შირაქის, ბაბისხევის, ბეღლეთის, ჟონეთის, ნიაბის, მიხეილ მრევლიშვილის, კაიშაურის, კიკეთის, შილდის, ფშავის, გალავნის, რუისპირის, ნაქერალის, ოძისის, მელაანის, თელავის, გუთნის, ონიანის, ხაჩატურიანის, კალანდაძის, კაკაბეთის, არველაძის, გუჯარეთის, სამრეკლოს, გუმბრის, რაზიკაშვილის, დედოფლისწყაროს, დმანისის, ობსერვატორიის და ახმეტის ქუჩების 4901 აბონენტს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუთნის I შესახვევის, წინანდალის და ახმეტის ქუჩების 12 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IX, X და XI მიკრორაიონების 3256 აბონენტს.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ჟინვალის, ჭოპორტის, სანზონის და ლიახვის ქუჩების 1783 აბონენტს. გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების 1341 აბონენტს.
კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალისა და ფონიჭალის III მიკრორაიონის 781 აბონენტს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის 318 აბონენტს. საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და გამრეკელის ქუჩების 1587 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.