უმრავლესობა პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მინისტრების დაბარებას გეგმავს

ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები შესაძლოა, პარლამენტში დაიბარონ, – ამის შესახებ განცხადებები დღეს უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის განცხადებით,სასურველი იქნება მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებისგან მოისმინონ პასუხები კითხვაზე, თუ რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს მთავრობა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად.
ებანოიძის აზრს იზიარებს თავად კომიტეტის თავმჯდომარეც. დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს.
„ურიგო არ იქნება, თუ მეტ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას. ზოგადად მიმაჩნია, რომ ეკონომიკის პრობლემები გამოიხატება ლარის კურსის ცვლილებაში,“ – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები