ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში დანიშვნით ურთიერთობები არ გაფუჭდება

საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნით უკრაინასთან ურთიერთობა არ გაფუჭდება.
“მე არ ვთვლი, რომ ამით უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭდება. თეორიულად, ჩვენ უნდა მივესალმოთ ჩვენი ყველა მოქალაქის წარმატებას, სადაც არ უნდა იყოს. გასაგებია ემოციური დამოკიდებულება, რაც საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს და, რაზეც ბოლო დროს განხილვა მიდის. ის, რომ თანამდებობებზე დაინიშნენ ისინი, ვისაც საქართველოში წარმატებისთვის არ მიუღწევია, რა თქმა უნდა, მეც ვუსურვებდი მათ, რომ შეცდომები, რაც მათ საქართველოში დაუშვეს, უკრაინაში აღარ გაემეორებინათ და იქ არა ფორმალური, არა ყალბი, არამედ რეალური წარმატებისთვის მიეღწიოთ”, – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები