მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ლარის კურსის დაცემის მიზეზებს განმარტავს

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის ჰენრი კერალის შეფასებით, ლარის კურსის დაცემა, ნაწილობრივ, გარე პირობების ცვლილებას უკავშირდება.
“ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემა ნაწილობრივ უკავშირდება სეზონურ ფაქტორს – წლის ბოლოს შობისა და ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დოლარზე მოთხოვნა იზრდება. მეორე: განსაკუთრებული მიზეზი უკრაიანაში მიმდინარე მოვლენებია, რამაც დოლარზე მოთხოვნა გაზარდა. საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი შემცირდა, თუმცა იზრდება ტურიზმის მაჩვენებელი. ასე რომ, კურსის დაცემის ნაწილობრივი მიზეზი გარე პირობების ცვლილება გახდა”, – განუცხადა ჰენრი კერალიმ ჟურნალისტებს სასტუმრო “ძველ თბილისში”, ფინანსთა სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები