დედა-შვილი ავტომანქანაში ორთქლით დაიწვა

 დედა-შვილი მსუბუქ ავტომანქანაში ორთქლით დაიწვა. შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვს სხეულის 15 პროცენტი დაეწვა, ხოლო დედას სხეულის 30 პროცენტი – ამის შესახებ „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანების ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დედა-შვილი რადიატორის მილიდან გაჟონილი ორთქლის შედეგად დაიწვნენ. „2 წლის ბავშვი და 40 წლის ქალბატონი მეორე ხარისხის დამწვრობით რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.“ – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ
მისი თქმით, დედა – შვილი მსუბუქი ავტომანქანით მოძრაობდა, როდესაც რადიატორის მილი შემთხვევით მწყობრიდან გამოვიდა და მილიდან გამოსული ორთქლით მგზავრები დაიწვნენ.
„დამწვრობის ასეთი ფორმით პაციენტი ჩემს პრაქტიკაში პირველია. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. გამათბობელი ორთქლის ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ 2 წლის ბავშვს სხეულის 15 პროცენტი აქვს დამწვარი, ხოლო დედას – სხეულის 30 პროცენტი“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ. მისივე ინფორმაციით, დამწვრობის ცენტრში დედა -შვილი საჩხერის რაიონიდან გადმოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები