ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ლარის კურსის რყევაზე კითხვები მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით შეკითხვები მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება. მისი თქმით, გაცვლით კურსზე ბიუჯეტის ზეგავლენა არის ნულის ტოლი. მისივე განმარტებით, ფინანსთა მინისტრს არ აქვს კომპეტენცია, შეაფასოს სხვა უწყებების საქმიანობა.
ამასთან, ხადური არ აკონკრეტებს, ფიქრობს თუ არა, რომ ეროვნულმა ბანკმა დაუშვა შეცდომა.
“მე ერთი შემიძლია გითხრათ, ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს ვერ გავცდები. გაცვლით კურსზე ბიუჯეტის ზეგავლენა ნულის ტოლია”, – განაცხადა ხადურმა ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ. ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს კანონმდებლობის წაკითხვა ურჩია, რათა გაერკვნენ, ლარის კურსის რყევებზე ვინ არის პასუხისმგებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები