ნოდარ ხადური: 2014 წლის ბიუჯეტს შესრულების პრობლემა არ ექნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტს შესრულების პრობლემა არ ექნება.
როგორც მინისტრმა მისი უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპები კვლავ შენარჩუნდება.
“წლევანდელი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი – 100%-ზე მეტი იქნება გადაჭარბებული, ამის ყველა წინაპირობა არსებობს, ამის ანალიზი ჩვენ გავაკეთეთ და შემიძლია წარმოგიდგინოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად შესრულდება ხარჯების ნაწილიც და, რეალურად შეიძლება ვთქვათ, რომ 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს მთელი შიდა პროდუქტი 32 მილიარდი ლარი იქნება და მომავალ წელს შენარჩუნდება ეკონომიკური ზრდის ტემპები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2015 წელს 8 მილიარდ ლარზე მეტი იქნება საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტში, მცირდება საბიუჯეტო დეფიციტი. თუ წელს დაგეგმილი გვქონდა 3,9 – მეათედიანი დეფიციტი მომავალი წლისათვის, იგი 3%-მდე შემცირდება“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები