თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინა

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თბილისის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინა.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გეგი ნიჟარაძის ინფორმაციით, მორიგი ინსპექტირების დროს, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, ლილოს დასახლებაში დააკავეს ორი მიკროავტობუსი, რომელსაც უკანონოდ მოჭრილი 5 კუბური მეტრის ოდენობის წიფლის დაჭრილი მორები გადაჰქონდა.
მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსები დააკავეს ასევე ლისის ტბის დასახლებასა და გლდანში.
ჯამში, ინსპექტირებისას ზედამხედველობის სამსახურმა 13 კუბური მეტრის ოდენობის უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღეს.
ავტომანქანის მძღოლები ადმინისტრაციული წესით – 500 ლარის ჯარიმით დაჯარიმდნენ, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ჩამოერთვათ და ის თბილისის მუნიციპალიტეტებს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები