მოხდება თუ არა ლარის კურსის გამყარება – მინისტრის მოადგილე განცხადებას აკეთებს

ეკონიმიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსის ცვლილების ფაქტს ეხმაურება. როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს ფლობს, რაც მდგომარეობას დაასტაბილურებს. “ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს ხელში არის ის ინსტრუმენტები, რომლებიც ლარის კურსის სტაბილიზაციას და იმ დონეზე დარეგულირებას უზრუნველყოფს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, პანიკის მოტივი არ არსებობს“-განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება იმას, მოახდენს თუ არა ეს ეკონომიკაზე გავლენას. ქუმსიშვილის თქმით, ლარის კურსის ცვალებადობა ეკონომიკაზე ზეგავლენას ყოველთვის ახდენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები