ნინო ჩაჩუას პერსონალური გამოფენა გაიმართება

5 დეკემბერს, 20:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცეში მხატვარ ნინო ჩაჩუას პერსონალური გამოფენა, პირობითი სახელწოდებით „წითელი და სხვები“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ზეთში ტილოსა და მუყაოზე შესრულებული 40-მდე ფერწერული ნამუშევარი.
ნინო ჩაჩუა 1988 წლის 23 მარტს თბილისში დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე არის სს „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული დეპარტამენტის იურისტი.
მიუხედავად „ურეჟიმო“ გრაფიკისა და დახუნძლული საქმიანობისა, ახერხებს მისთვის ყველაზე უფრო საყვარელ საქმიანობის – ხატვისთვის დროის დათმობას.
პირველი გამოფენა – სახელწოდებით „BREW“ – „ნადღვები“ თბილისი რიყის საგამოფენო დარბაზში ამა წლის ივლისში გაიმართა.
გამოფენა 16 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები