"პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან შინაარსობრივი და კონკრეტული იყო

  საქართველოს პარლამენტის ვიცე – სპიკერმა მანანა კობახიძემ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა დადებითად შეაფასა. როგორც სპიკერმა აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლა აბსოლუტურად ადეკვატური და ძალიან შინაარსობრივი იყო. მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში ამაზე მეტი კონკრეტიკა ნამდვილად შეუძლებელია.
“საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, პირდაპირ ეთერში თავად მოესმინა იმ ძირითადი გზავნილების შესახებ, რაც დღეს პრეზიდენტმა გააკეთა. ვფიქრობ, იყო ყველა მიმართულება, როგორც საშინაო პოლიტიკური ასევე საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. გამოსვლაში ძალიან სწორი გზავნილები გაკეთდა. ის შენიშვნები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გამოითქმის, არის უბრალოდ იმისთვის, რომ შენიშვნა გამოთქვან. მათ სხვანაირად არ შეუძლიათ. ერთი საათის განმავლობაში ამაზე მეტი კონკრეტიკა ნამდვილად შეუძლებელი იყო. მთავარია, რომ საზოგადოებამ გაიგო, რა არის დღეს ხელისუფლების მთავარი ღირებულება “,- განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები