2015 წლის ბიუჯეტის პროექტს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.
ჯანდაცვის სამინისტრო დაფინანსდება 127 მლნ ლარით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 23,7 მლნ ლარით გაიზრდება.
2015 წლის პირველი სექტემბრიდან დაგეგმილია ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსიის გაზრდა 10 ლარით.
ბიუჯეტის პროექტი ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდას 3 მლნ ლარით ითვალისწინებს.
ქვეყნის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მისაღებად დეპუტატებს ვადა დეკემბრის ბოლოს ეწურებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები