ლუკა კურტანიძე: ქართველთა გაუტანლობამ, ცილისწამებამ და უმადურობამ დამღალა

ყველაზე დიდი თანამდებობა მართალკაცობაა!, – ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რითაც მისი თანამდებობიდან გადაყენებას ეხმაურება.
როგორც კუტრანიძე წერს, ის ქართველთა გაუტანლობამ, ცილისწამებამ და უმადურობამ დაღალა.
“დამღალა! მაგრამ ვერ გამტეხა!! რადგან არიან მართალნი… რაოდენობით ცოტანი, მაგრამ არიან!… და მათთვის სიცოცხლის გაწირვაც ალალია, რადგან სამშობლოს რჩეულნი არიან !!! ქართველთა გაუტანლობამ, ცილისწამებამ და უმადურობამ! დათასი არ იყოს, ვისაც ვაჭამე, ჩავაცვი, დავახურე, თანამდებობებზე დავნიშნე და ამ შესაძლებლობებით, პირდაპირი გაგებით ათიათასობით პრემიებს იღებენ უამრავნი.. რაც ძალიან მიხარია, რადგან შრომა, როგორც არასდროს, დაუფასდათ და ეს ჩემი წარმატებაცაა.. მიხაროდა და ეს სიხარული დამცირების ტალღად მიქციეს! უანგაროდ, ეს ორი წელი ვემსახურე. როცა მათი პირობების სიკეთეზე ვმოგზაურობდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, გზად დაღლილს მანქანაში უამრავჯერ ჩამძინებია… და ასევე ამ ხალხს, როგორც გმირებს, ისე მივმართავდი.. და რა? დამცირება, შეურაცხყოფა, გაუგონარი ლანძღვა… ისევ ამ ხალხისგან… რატომ? რისთვის?? მე ხო სიცოცხლის ფასად ვიბრძოდი თქვენი ღირსებისთვის? ნუთუ დამივიწყეთ? მე ხო არაფერს ვითხოვდი თქვენგან? და თუ ვითხოვდი და მოვითხოვდი დაუნდობელი ბრძოლით, ეს იყო მართალი საქართველო თქვენთვის…. ეს არ არის ის საქართველო…! მაპატიეთ ეს ჩემი ბოდვა… მაგრამ, ალბათ, ღირს დაფიქრება… ყველაზე დიდი თანამდებობა – მართალკაცობა! ეს საზომი კი ყველასთავისი აქვს!”, – წერს კურტანიძე.
კურტანიძის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი 33 დელეგატიდან 29-მ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები