ბრიჯიტ ბრინკი: გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა შესანიშნავი იყო
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა შესანიშნავი იყო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ამერიკის მთავრობას. მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსვლა შესანიშნავი იყო და მინდა მისი გამოსვლიდან რამდენიმე გარემოება გამოვყო – პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თაობაზე შეუცვლელი და შეუვალია. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო ერთგულია პირობისა, რომ ტერიტორიულ პრობლემას მოაგვარებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რომ საქართველო ერთგულია, განაგრძოს დემოკრატიული რეფორმები და ასევე უზრუნველყოს ის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის სათანადო ბალანსი იქნება”, – განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.