გიორგი კვირიკაშვილი: ლარის კურსთან დაკავშირებით საპანიკო არაფერი გვაქვს

ლარის კურსთან დაკავშირებით საპანიკო არაფერი არ გვაქვს – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეს იმ სპეკულაციებს და პანიკებს, რაც ბაზარზე ხდება.
“ინვესტიციების მიმართულებით, ჩვენ, წელს მინიმუმ შარშანდელ მაჩვენებელზე გავალთ აუცილებლად წლის ბოლოსთვის. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, უამრავი ფაქტორი ახდენს ლარის კურსზე გავლენას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეს იმ სპეკულაციებს და პანიკებს, რაც ბაზარზე ხდება. ეროვნული ბანკი, რამდენადაც ვიცი, ახორციელებს ზომიერ ინტერვენციებს იმისათვის, რომ ნახტომისებური ცვლილებები არ მოხდეს და მგონია, რომ ამის იქით სახელმწიფოს ჩარევა მიზანშეწონილი არ არის. ასევე მოვუწოდებ ყველას, არ იყოს პანიკა, იმიტომ, რომ პანიკა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ცუდად მოქმედებს. არაფერი საპანიკო ამ მიმართულებით ნამდვილად არ გვაქვს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები