„ლანგეითში“ „მადლიერების დღე“ აღნიშნეს (ფოტოკოლაჟი)
ამერიკულ საგანმანათლებლო ცენტრ „ლანგეითში“ „მადლიერების დღე“აღინიშნა, რომელშიც მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები და მოამზადეს ამერიკული კერძი. როგორც “კვირას” “ლანგეითში” განუცხადეს, მონაწილეები სათნოების სახლ „კათარზისსაც” ესტუმრნენ და ხილი, ტკბილეული გადასცეს. “ძალიან კარგია, რომ მსგავსი ტრადიცია არსებობს და “ლანგეითი” ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობს. ჩვენ მადლიერების დღეს ყოველწლიურად აღნვიშნავთ და აქტიურად ვართ ჩართულნი მსგავს აქციებში”, – აღნიშნა “კვირასთან” “ლანგეითის” დირექტორმა მარი ჩანგიანმა.