"ელჩებმა მარგველაშვილის გამოსვლა დადებითად შეაფასეს"

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანმა გააკეთა. მისი თქმით, ელჩებმა გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა დადებითად შეაფასეს.
“პირველ რიგში, მინდა შეგახსენოთ, რომ  პრეზიდენტის ფუნქციებიდან გამომდინარეეს არის სხვა ტიპის გამოსვლა, რომელიც უფრო ღირებულებითი და ხედვითია. ვფიქრობთ, საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, მათ შორის, ჩვენი კოლეგებისგან და ელჩებისგანაც. მის გამოსვლაში აისახა ყველა ის საკითხი, რაც კი მნიშვნელოვანია საქართველოში, განსაკუთრებით კი საგარეო თუ უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მოგვეცა“, -განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები