კიევში აქტივისტებმა მაღაზიებსა და კაფეებში ყაზარმები გახსნეს

კიევში, კრეშატიკზე მდებარე მაღაზიებისა და კაფეების უმრავლესობა აქტივისტებმა დაიკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დემონსტრანტებმა კაფეებსა და მაღაზიებში დასასვენებელი ყაზარმები და მედპუნქტები განათავსეს. როგორც აქტივისტები აცხადებენ, მფლობელებმა ისინი შენობებში თავად შეუშვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ კაფეში შეკრებილი მაიდნის აქტივისტები მოითხოვენ, რომ ხელი არ მოეწეროს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან დღეს მიღწეულ შეთანხმებას და  პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ.
უკრაინის პრეზიდენტს, ოპოზიციის ლიდერებს, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიღწეული კრიზისის დარეგულირების შესახებ შეთანხმების თანახმად, ვიქტორ იანუკოვიჩი თანახმაა ვადამდელ არჩევნებზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები