„სოფლის განვითარების პროექტით ბევრი ოჯახი სოციალურად წელში გაიმართა“
სოფლის განვითარების პროექტით ბევრი ოჯახი სოციალურად წელში გაიმართა -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ პროექტის შედეგად სრულიად შესაძლებელია იმ შიშის დაძლევა, რომელიც ხვალინდელი დღის მიმართ არსებობდა.
“მივესალმები სოფლის განვითარების პროექტს, რადგან მან მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა სოფლად მაცხოვრებელი ასი ათასობით ადამიანის ცხოვრებაში. ამ პროექტის შედეგად ბევრი ოჯახი სოციალურად წელში გაიმართა და შეიქმნა შესაძლებლობა იმისა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი სოფლად რეალურად გაძლიერდეს და მომუშავე გახდეს. ამ პროექტს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს და სრულიად შესაძლებელია დაიძლიოს ის შიში, რომელიც ხვალინდელი დღის მიმართ არსებობდა. გაჩნდეს ის ოპტიმიზმი, რომლითაც ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობა უნდა გავაგრძელოთ“ ,- განაცხადა პრეზიდენტმა.