„2013-2014 წლის ბიუჯეტები მოსახლეობის სოციალურ დაცვაზეა ორიენტირებული“
განსაკუთრებული ზრუნვა დევნილებზე, ვეტერანებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე არის ის, რითიც ჩვენ სვლა უნდა გავაგრძელოთ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, როდესაც ხელისუფლება მოქალაქის ჯანმრთელეობასა და მის კეთილდღეობაზე ზრუნავს – ეს მაღალი პოლიტიკური ცნობიერების ნიშანია.
“2013-2014 წლის ბიუჯეტები მოსახლეობის სოციალურ დაცვაზეა ორიენტირებული, როდესაც ხელისუფლება მოქალაქის ჯანმრთელეობასა და მის კეთილდღეობაზე ზრუნავს – ეს მაღალი პოლიტიკური ცნობიერების ნიშანია. ამიტომ მივესალმები მასშტაბური საყოველთაო დაზღვევის პროეტს, რომელიც ამ პოლიტიკის ერთგვარი სიმბოლო გახდა. პენსიების, შრომითი უფლებების დაცვის უკეთესი სისტემის შექმნა, განსაკუთრებით ზრუნვა დევნილებზე, ვეტერანებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე -არის ის, რითიც ჩვენ სვლა უნდა გავაგრძელოთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.