“კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა “
ხელოვნური აჟიოტაჟის ატეხვა ლარის კურსთან დაკავშირებით საჭირო არ იყო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. “მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა დამოუკიდებელი ინსტიტუციისადმი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ჰქვია, ის არის მართლა დამოუკიდებელი და თავისუფალი, აბსოლუტურად დამოუკიდებელია მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაში, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო რატომღაც დაწოლა კურსთან მიმართებაში იყო ფინანსთა სამინისტროზე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ, გიწევს პასუხის გაცემა იმ თემებზეც, რომელიც არ გეხება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა და აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ იყო. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არა ცუდი აჟიოტაჟი, ლარის კურსი არ შეიცვლებოდა. ამაში დამერწმუნებიან კოლეგა ბანკირები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილნი, დამერწმუნებიან იმაში, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი შევქმენით“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.