ნოდარ ხადური ბიზნესმენებს ქვეყნის განვითარების სტრატეგიას აცნობს

  საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” იმართება. ფინანსთა მინისტრი ბიზნესმენებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტს “საქართველო-2020”-ს აცნობს.
“ეს არ არის პირველი შეხვედრა, მოსვლისთანავე ჩვენმა ხელისუფლებამ ღია პოზიცია დააფიქსირა, რომ ვთანამშრომლობთ ბიზნესთან, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების და ბიზნესის პოზიციები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს, ცხადია, იქნება განსხვავებული საკითხებიც, მაგრამ მთავარია, ჩვენი, მთავრობის და ბიზნესის სურვილი, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება თავისუფალ და ძლიერ ბიზნესს დაეყრდნოს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები