გუგული მაღრაძეს პარლამენტში მიმართეს – ეს სხვა ბუდეა, ქ-ნო გუგული!

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ როდესაც პარლამენტში მომხსენებელმა გამოსვლა დაამთავრა და შეკითხვების დრო დადგა, უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ისეთ საკითხზე დასვა კითხევები, რომელიც ჯერ არც იყო გამოტანილი განსახილველად. „პარლამენტში მომხსენებელმა გამოსვლა დაამთავრა და შეკითხვების დრო დადგა.
ქ-ნი გუგული მაღრაძე სიტუაციაში ვერ გაერკვა და აბსოლუტურად სხვა საკითხზე დასვა კითხვები.
საკითხზე, რომელიც ჯერ არც იყო გამოსული განსახილველად. კოლეგებმა დარბაზიდან რეპლიკებით შეაწყვეტინეს: – სხვა საკითხია, ქ-ნო გუგული! -ეგ საკითხი ჯერ არ გამოსულა, ქ-ნო გუგული! ერთ-ერთი გაჟღერებული რეპლიკა იყო: ეს სხვა ბუდეა, ქ-ნო გუგული!“, – წერს ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები