ალექსი პეტრიაშვილი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

 

   ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ალექსი პეტრიაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თაობაზე გაკეთებული განცხადების გამო მადლობას უხდის.
როგორც პეტრიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, კვირიკაშვილის განცხადება ნამდვილად ყველაზე ადეკვატური პოლიტიკური პასუხია. „ეს განცხადება ნამდვილად ყველაზე ადეკვატური პოლიტიკური პასუხია! მადლობა საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს! მთავრობა ამ გზავნილის ირგვლივ თუ გაერთიანდება, კიდევ უფრო მეტად გამიხარდება!“, – წერს პეტრიაშვილი.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიდრე არსებული პოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად რაიმე ნაბიჯები არ გადაიდგმება, აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის საკითხის განხილვა ვერ დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები